აგვისტოს თვის კალენდარი

აგვისტოს თვის კალენდარი

ეროვნული ლიგის მესამე წრე 3 აგვისტოს განახლდება, დილა კი ახალი წრის პირველ შეხვედრას, 6 აგვისტოს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ადგილობრივ ტორპედოსთან ჩაატარებს.

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

აგვისტოს თვეში ჩვენს გუნდს აღნიშნული მატჩის გარდა კიდევ სამი შეხვედრა ელის:

 

დილა – ჩიხურა – ეს მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 12 აგვისტოს 21: 00 საათზეა ჩანიშნული.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA .GE შემოგთავაზებთ.

 

დილა  – სიონი  26 აგვისტოს გორში  შედგება, შეხვედრის დაწყების  ზუსტი  დრო ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

კოლხეთი – დილა აღნიშნულ მატჩს დილა 31 აგვისტოს სტუმრად გამართავს, შეხვედრის კონკრეტული დეტალების შესახებ ინფორმაციას მისი დაზუსტების შემდეგ მოგაწვდით.

 

მოგახსენებთ რომ აღნიშნული თარიღები ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის დადგენილი და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მატჩის გამართვის თარიღი  შეიცვალა, გულშემატკივარი  ამის შესახებ აუცილებლად იქნება ინფორმირებული.

2018-07-31T14:10:12+00:00