ალეფ სანტოსი ,, წარმატებული სტარტისთვის ინტენსიურად ვმუშაობდით”

ალეფ სანტოსი ,, წარმატებული სტარტისთვის ინტენსიურად ვმუშაობდით”

1 მარტს ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ,,ტორპედოსთან” მატჩით დაიწყებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება

მატჩის წინ ჩვენს საიტთან კლუბის ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ალეფ სანტოსმა ისაუბრა

,,შემიძლია ვთქვა რომ, ჩვენ სრულიად მზად ვართ ხვალინდელი მატჩისთვის. წინასასეზონო მზადება  საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული იყო, იმედი მაქვს ხვალინდელ მატჩს კარგად დავიწყებთ, რაც ზოგადი ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია ” – განაცხადა ალეფმა

 

2020-02-29T20:19:23+00:00