ალვინ ფორტესი კაბო-ვერდეს ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა

ალვინ ფორტესი კაბო-ვერდეს ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრა

ჩვენი გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ალვინ ფორტესი, რომელსაც კაბო-ვერდეს მოქალაქეობა აქვს, ამავე ქვეყნის  ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

ალვინი ნაკრებში დღეს გაემგზავრა და გუნდთან ერთად, ალჟირთან გასამართი ამხანაგური  მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 2 ივნისს შედგება.

წარმატებებს ვუსურვებთ ალვინს და მის გუნდს მოახლოებულ სანაკრებო მატჩში.

2018-05-27T16:10:09+00:00