ალვინ ფორტესი:,,საშინაო კედლები ჩვენთვის უპირატესობაა, გულშემტკივრის მხარდაჭერის იმედი მაქვს”

ალვინ ფორტესი:,,საშინაო კედლები ჩვენთვის უპირატესობაა, გულშემტკივრის მხარდაჭერის იმედი მაქვს”

3 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, დილა თბილისის ,,საბურთალოს” უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩვენს საიტთან გუნდის ლეგიონერმა, ალვინ ფორტესმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილას საშინაო კედლებში ლიგის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია.

გუნდი ამჟამად კარგ ფორმაშია და არ გვაშინებს არცერთი მატჩი ეს საშინაო იქნება თუ გასვლითი, ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ.

კვირას საკმაოდ რთული მატჩი გველის, მაგრამ შინ უშანსოდ არასდროს არ ვართ და საბურთალოსთანაც ვიბრძოლებთ, რათა სასურველი შედეგი დავდოთ.

მე მჯერა, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ჩვენი სწამთ და ეს ასე იქნება მუდამ. მოვუწოდებ, რომ დარჩენილ თამაშებშიც დაგვიდგნენ გვერდით,რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს და მოტივაციას გვმატებს. – აღნიშნა ალვინმა ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ დილა – საბურთალოს დაპირისპირება 3 ნოემბერს, 16:00 საათზე, გორში შედგება.

 

 

2019-11-02T19:02:19+00:00