ამხანაგური მატჩი : გამარჯვება ბოლნისის სიონთან

ამხანაგური მატჩი : გამარჯვება ბოლნისის სიონთან

ეროვნული ლიგის მესამე წრის განახლებამდე, დილამ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი, ეროვნული ლიგის მონაწილე ბოლნისის ,,სიონთან” გამართა.

თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული შეხვედრა, ჩვენი გამარჯვებით 1-0 დასრულდა, თავი დილას  გამბიელმა ახალწვეულმა, გაირა ჯოოფმა გამოიჩინა.

 გატანილი გოლი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეო კოლაჟში,  ვიდეო მასალა აღებულია fc sioni-ს ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან

ამხანაგური მატჩი გორის "დილასთან"

ეროვნული ლიგა 1-ის განახლებამდე, ბოლნისის "სიონმა" მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოლნისელების სპარინგპარტნიორი ამჯერად გორის "დილა" გახლდათ, რომლებმაც თეიმურაზ შალამბერიძის გუნდს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. შეხვედრა 1-0 გორელთა სასარგებლოდ დასრულდა. ერთადერთი გოლი, "დილას" ლეგიონერის, გაირა ჯოოფის ანგარიშზეა. ბოლნისელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:პირველი ტაიმი: ზარქუა, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, მინდორაშვილი, ქიქავა, სიხარულია, მახარობლიძე, კირკიტაძე (უგულავა), კოშკაძე, ტრეტიაკი;მეორე ტაიმი: ჩოჩიშვილი, ხეცურიანი, თომაშვილი, გურეშიძე, ხმალაძე, მანაგაძე, ქიქავა, დათუნაიშვილი, ისიანი, გოგოლაშვილი, უგულავა;"სიონი" მორიგ ტესტ-მატჩს, ქობულეთის "შუქურასთან" გამართავს. #ამხანაგურიმატჩი#FCSIONI #BOLNISI

Posted by FC SIONI Bolnisi on სამშაბათი, 24 ივლისი, 2018

 

 

2018-07-25T02:48:37+00:00