[ამონარიდი]- გაზეთი ,,ლელო” დინამო ბთ-დილას მოახლოებული მატჩის ირგვლივ წერს

[ამონარიდი]- გაზეთი ,,ლელო” დინამო ბთ-დილას მოახლოებული მატჩის ირგვლივ წერს

გაზეთი ,,ლელო” დინამო ბათუმი – დილას მოახლოებულ მატჩს, წინასამატჩო სტატიას უძღნის და მატჩის მნიშვნელობასა და გუნდების  ამდორინდელ ვითარებაზე აქცენტირებს.

სეზონის დაწყების წინ ვინ იფიქრებდა, რომ VII ტურის ცენტრალური და ყველაზე საინტრიგო მატჩი “დილასა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება იქნებოდა? არადა, სწორედ ეს მოცემულობაა ამჟამად…

ამ ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთის წინაშე წარდგებიან მიმდინარე სეზონის ლიდერები და დაუმარცხებელი გუნდები. გიაგეგუჩაძის დამოძღვრილი ბათუმის “დინამოსგან” გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო დაუმარცხებლად ასპარეზობაც და ლიდერობაზე პრეტენზიაც, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით “დილაზე”, სადაც უკვე ერთი წელიწადია მართლაც რომ ნაყოფიერად მუშაობს გიორგინემსაძე.

სხვათა შორის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის სამწვრთნელო დებიუტი უმაღლეს ლიგაში შარშან ზაფხულს სწორედ ბათუმის “დინამოსთან” დაპირისპირებისას შედგა – “დილამ” სტუმრად სენსაციურ ფრეს მიაღწია უპირობო ფავორიტთან. ეგ კი არა, შარშანდელ სეზონში “დილამ” 7 ქულა დააკარგვინა ბათუმის “დინამოს” და დიდწილად ამის გამოც იყო, რომ აჭარული კლუბი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა…

“დილას” წლევანდელ და მართლაც გამორჩეულ ასპარეზობაზე უკვე ბევრი ითქვა თუ დაიწერა. ისიც არაერთხელ ვახსენეთ, თუ როგორი რთული ფინიში ელოდა გორელთა გუნდს I წრის მიწურულს…

მაგრამ, ნემსაძის გუნდი არაფერს და არავის ეპუება, რისი დასტურიც, წინა ტურში სტუმრად თბილისის “დინამოსთან” აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება (2:1) იყო…

წერია მატჩისწინა პუბლიკაციაში. შეგახსენებთ ამ გუნდების მატჩი 26 ივლისს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახლეობის არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო : GOAL.GE

2020-07-24T17:16:54+00:00