ამოს ნონდი ტორპედოსთან მატჩის წინ: ,,ბოლო წუთამდე ბრძოლას შედეგი ყოველთვის ექნება”

ამოს ნონდი ტორპედოსთან მატჩის წინ: ,,ბოლო წუთამდე ბრძოლას შედეგი ყოველთვის ექნება”

28 მაისს, 17:00 საათზე,  კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში,  დილა  ქუთაისის ტორპედოს  ესტუმრება, მატჩს წყალტუბოს ცენტრალური  სტადიონი უმასპინძლებს.

მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის საყრდენ ნახევარმცველს,  ამოს ნონდის  ვთხოვეთ:

რთული თამაში იქნება, ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი. ქომაგებმა არ უნდა დაკარგონ საკუთარი გუნდის იმედი, მართალია 2019 წლის სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ არ ნიშნავს რომ სულ ასე გაგრძელდება. უკანასკნელ წუთამდე ბრძოლას ყველაფრის შეცვლა შეუძლია და თუ ასე ვიმოქმედებთ  ჩვენ ყველაზე ზემოთ აღმოვჩნდებით ” – გვითხრა კენიელმა

2019-05-28T01:51:27+00:00