ამხანაგური მატჩი – გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან

ამხანაგური მატჩი – გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან

მოგეხსენებათ ეროვნულ ლიგაში ახლა სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული, აღნიშნული პაუზის ფარგლებში დღეს ჩვენმა გუნდამ ამხანაგური მატჩი ჩატარაა.

თენგიზ ბურჯანაძის სახლეობის სტადიონზე, დილამ ეროვნული ლიგა 2 ის წარმამადგენელ, თბილისის ვიტ ჯორჯიას უმასპნიძლა და 1-0 დაამარცხა.

ერთადერთი შედეგიანი დარტყმის ავტორი, შეხვედრის მე-17 წუთზე, ჩვენი გუნდის ნახევარმცველი გურამ სამუშია გახდა.

ამის შემდეგ მეტოქე გააქტიურდა და გათანაბრება რამდენჯერმე, მწვავე შეტევებით სცადა, თუმცა უშედეგოდ, საბოლოოდ გუნდების ორმხრივი მცდელობების მიუხედავად გოლი არც ერთ კარში აღარ გასულა და მატჩი დილამ მინიმალური სხვაობით მოიგო.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით იასპარეზეს

დილა: ბეგაშვილი, მამულაშვილი, გოგიაშვილი, მატვიენკო, ნონდი, ლამპტეი, რაჟამაშვილი, სამუშია, აშორტია, ფანცულაია, კორიფაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კვახაძე, რაზმაძე, ქავთარაძე, ნონიკაშვილი, ჩადუნელი, კოვტალიუკი, ისმაილი, ცეცხლაძე, სედორენკო

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კიკნაველიძე (მეტრეველი 65’), ჩაკვეტაძე (სეხნიაშვილი 57’), ჩიტიშვილი, გეთიაშვილი (კამლაძე 57’), საჯაია, ექვთიმიშვილი (დავლაშელიძე 46’), ვეკუა (მოსიაშვილი 46’), ვასაძე (ვაზაგაშვილი 46’), ღუდუშაური (გვასალია 46’), კაკუშაძე (მუსელიანი 55’)

იხილეთ გატანილი გოლი

FC Dila Gori 1:0 FC WIT Georgia

FC Dila Gori 1:0 FC WIT Georgia

Posted by FC WIT Georgia on 2018 წლის 1 ივნისი, პარასკევი

ბმულში მოყვანილი ფოტო და ვიდეო მასალა აღებულია ,,ვიტ ჯორჯიას” ოფიციალური ვებ გვერდიდან

2018-06-02T02:48:07+00:00