ამხანაგური მატჩი: დილამ ბოლნისის სიონი 3:1 დაამარცხა

ამხანაგური მატჩი: დილამ ბოლნისის სიონი 3:1 დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში  გამოცხადებული საზაფხულო შესვენების ფარგლებში  დღეს დილამ  პირველი  ამხანაგური მატჩი, ბოლნისში,  ადგილობრივ სიონთან  ჩაატარა და  3:1  იმარჯვა.

შეხვედრის 25 წუთზე, ანგარიში ალვინ ფორტესმა  გახსნა,  მის გოლს 55-ე წუთზე, ლაშა უგრეხელიძემ უპასუხა 1-1, 65 წუთზე გურამ გიორბელიძემ  ყოფილ გუნდს გაუტანა და დილა  დააწინაურა, 70-ე წუთზე კი  ფელიპე პაიმმა  თერთმეტმეტრიანი დარტყმა გარდასახა გოლად და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში, 3:1  დააფიქსირა.

 

ფოტო: fc sioni

2019-07-19T20:57:25+00:00