ამხანაგური მატჩი: დილამ ვიტ ჯორჯიას 2-1 სძლია

ამხანაგური მატჩი: დილამ ვიტ ჯორჯიას 2-1 სძლია

27  ივლისს ,,დილამ” მორიგი  ამხანაგური მატჩი გამართა, გიორგი ნემსაძის  შეგირდებმა თბილისის  ,,ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამრცხეს.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს,  პირველ ტაიმში თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა და თამაშის პირველი ნახევარი ასეც დასრულდა, 0:1.

შეხვედრის მეორე ნახევარი მთავარმა მწვრთნელმა მთელი რიგი ცვლილებებით დაიწყო, რომელმაც გაამართლა კიდეც, ჯერ თავის გამოჩენა, შეცვლაზე შემოსულმა  ნუგზარ სპანდერაშვილმა შეძლო  და წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი ასევე შეცვლაზე შემოსულმა ფელიპე პაიმმა კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი  და საბოლოო ანგარიში 2:1 დაფიქსირა.

გატანილი გოლები 

 

ფოტო : fc wit georgia

 

 

2019-07-28T15:49:55+00:00