ამხანაგური მატჩი| ,,დილამ” საჩხერის ,,ჩიხურა” დაამარცხა !

ამხანაგური მატჩი| ,,დილამ” საჩხერის ,,ჩიხურა” დაამარცხა !

ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ,,დილამ” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ჩვენი გუნდი  გორში მდებარე  ,,ქართლის” სტადიონზე საჩხერის ,,ჩიხურას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის შუაში სტუმრებმა  გახსნეს, თავი ოთარ ჯავაშვილმა გამოიჩინა, ტაიმის ბოლოს ანგარიში ჩვენი გუნდის  ახალწვეულმა –  მამაიე კულიბალიმ გაათანაბრა და ,,დილას” რიგებში სადებიუტო  გოლი გაიტანა, 1:1. საბოლოო წერტილი კი  შეხვედრაში ასევე ახალწვეულმა – თორნიკე გორგიაშვილმა  დასვა, რომელმაც მეორე ტაიმის შუაში  მეტოქეთა კარი  აიღო და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

შემადგენლობა

აღნიშნულ მატჩში ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო

გუგეშაშვილი,  გიორბელიძე, ნუსუევი, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი, ნონდი  გორგიაშვილი, სპანდერაშვილი  კულიბალი,  მარკოზაშვილი,  კოვტალიუკი.

შეხვედრაში გატანილი გოლების ვიდეომასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

 

2020-02-08T20:30:22+00:00