ამხანაგური მატჩი| ,,დილა” დუშეთის ,,არაგვს” დაუზავდა

ამხანაგური მატჩი| ,,დილა” დუშეთის ,,არაგვს” დაუზავდა

ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ,,დილამ” დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა, ჩვენმა გუნდმა  ლიგა 2 ში დაწინაურებულ დუშეთის არაგვს გორში უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა მატჩის სტარტზე, მე-6 წუთზე გახსნეს, თავი ლუკასმა გამოიჩინა, რასაც  79-ე წუთზე, მიკოლა კოვტალიუკმა უპასუხა შედეგინი დარტყმით  და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 სასტარტო შემადგენლობა

ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ

ლუკა   გუგეშაშვილი,  დავით  მაისაშვილი, რეზი ჩიტეიშვილი, ბალგუ იენდუეტი ,  გურამ გიორბელიძე,  ნიგზარ სპანდერაშვილი, ნიკა  გაგნიძე,  თეიმურაზ მარკოზაშვილი,  მამაიე კულიბალი,ირაკლი  ბიძინაშვილი,  მიკოლა კოვტალიუკი.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში  ჩვენი გუნდი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის  მზადების მორიგ ფაზას  იქ გააგრძელებს.

თურქული შეკრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას  მოგვიანებით მოგაწვდით.

2020-02-05T19:22:24+00:00