[ ამხანაგური მატჩი ] დილა – ქიზილქუმთან დამარცხდა

[ ამხანაგური მატჩი ] დილა – ქიზილქუმთან დამარცხდა

დილამ თურქულ შეკრებაზე მეორე ტესტ- მატჩი, უზბეკეთის სუპერლიგის გუნდ ,,ქიზილქუმთან” გამართა და ამჯერად 0-1 დამარცხდა. რაც შეეხება მატჩის პერიპეტიებს, პირველმა ტაიმმა დილას ტერიტორიული უპირატესობით ჩაიარა თუმცა ჩვენი გუნდი მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდა, მომენტები ჰქონდათ სტუმრებსაც თუმცა გატანა ვერც მათ შეძლეს და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში დილამ მეტოქეზე წნეხი  კიდევ უფრო გაზარდა, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ჩვენი გუნდი იშვიათ კონტრშეტევაზე გამოიჭირა, 0:1. ამის შემდეგ, გათანაბრების მცდელობების მიუხედავად მატჩში ანგარიში აღარ შეცვლილა და დილა თურქეთში პირველად დამარცხდა.

 შემადგენლობა 

პირველი ნახევარი გუგეშაშვილი ჩიტეიშვილი ხურცილავა მაისაშვილი ვანდერსონი გაგნიძე ბიძინაშვილი ნონდი ღუდუშაური ბუღრიძე კაპანაძე.

მეორე ნახევარი: მუჯრიშვილი ჩიტეიშვილი  ეტოუ  ჭიჭინაძე ნემსაძე მადინგა მოსიაშვილი ბაბუნაშვილი ალიმბარაშვილი  სპანდერაშვილი  კაპანაძე.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 თებერვალს რუსულ ,,ტომთან” გამართავს.

2021-02-11T22:35:08+00:00