ამხანაგური მატჩი – ,,დილა” ,,შევარდენთან” დამარცხდა

ამხანაგური მატჩი – ,,დილა” ,,შევარდენთან” დამარცხდა

დღეს, სანაკრებო პაუზის ფარგლებში დილამ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა, ჩვენი გუნდი  ეროვნული ლიგა 2 ის ბინადარ ,,შევარდენი 1906″-ს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-2 დამარცხდა.

შეხვედრის სამივე გოლი მეორე ნახევარში გავიდა, ანგარიში  51-ე წუთზე დილას ნახევარმცველმა, ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, 7 წუთში მის გოლს, შოთა ჯიქიამ უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა, 1-1

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში  69-ე წუთზე დაფიქსირდა,  როდესაც სტუმართა თავდამსხმელმა, ზვად ქანთარიამ დილას კარში მეორე გოლი  გაიტანა, 1-2

აქვე გეტყვით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დილა ეროვნულ ლიგას 24- ნოემბერს დაუბრუნდება, ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე ,,სამტრედიას” მიიღებს.

2018-11-17T22:52:58+00:00