ამხანაგური მატჩი | შედეგიანი ფრე ,,ვიტ ჯორჯიასთან”

ამხანაგური მატჩი | შედეგიანი ფრე ,,ვიტ ჯორჯიასთან”

მიმდინარე სანაკრებო პაუზა ჩვენმა გუნდმა ამხანაგური მატჩისთვის გამოიყენა და გორში თბილისის ,,ვიტჯორჯიას” უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ნახევარში  განვითარდა.

მატჩში ანგარიში მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა, რასაც ირაკლი ბიძინაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და დილა 2 ბურთით დაწინაურდა, მიუხედავად ამ უპირატესობისა, ჩვენმა გუნდმა სამწუხაროდ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ჯერ ფლანგიდან იერიშის შემდეგ თორნიკე მუზაშვილმა გაქვითა ერთი ბურთი, ტაიმის ბოლოს კი ანდრო ნემსაძემ საჯარიმო დარტყმიდან ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში საბოლოო შედეგი – 2:2  დააფიქსირა.

ამ მატჩში დილა ასეთი სასტარტო შემადგენლობით გამოვიდა მოედანაზე

ჩოჩიშვილი მაისაშვილი ალეფ სანტოსი  ლაცაბიძე ცეცხლაძე რომარიკ ეტოუ ბალგოუ ინედუეტი სინჯიკაშვილი მარკოზაშვილი ბიძინაშვილი კოვტალიუკი

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, დილა ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მატჩს, საფეხბურთო კლუბ ,,თელავთან” 13 სექტმებრს გამართავს.

2020-09-07T17:14:08+00:00