ანდრეი დემჩენკო: ,,დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს და ეს უნდა გამოვასწოროთ”

ანდრეი დემჩენკო: ,,დამაგვირგვინებელ ფაზაში გვიჭირს და ეს უნდა გამოვასწოროთ”

,,სამტრედიასთან” ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისუაბრა და მატჩი შეაფასა

,,კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, შედეგად კი მხოლოდ ქულაა. ასე ხდება ფეხბურთში. ხშირია, როცა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობს, მომენტებს ქმნის, მაგრამ 3 ქულას ვერ იღებს. რაც მოხდა, მოხდა. ვიცით, რომ თუ მომენტებს შექმნით, გოლებსაც გავიტანთ. ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო. ასეთ მომენტებში ალბათ თავდაჯერებულობაა საჭირო. ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიზრდებით. ყოველი მატჩის შემდეგ გამოცდილება გვემატება, უფრო ძლიერები ვხვდებით. გზაში ვიმყოფებით და გზად ასეთი რაღაცეებიც გვხვდება. ეს მატჩიც გვასწავლის რაღაცას – დასკვნით ფაზაში გოლის გატანა და მოგება გაგვიჭირდა. ვწუხვართ ფრის გამო, თუმცა ჩვენთვის ეს კიდევ ერთი გამოცდილებაა და წინ მივიწევთ ” – განაცხადა დემჩენკომ

გატანილი გოლები

 

 

2021-04-29T16:55:16+00:00