ანდრეი დემჩენკო: დინამოსთან მატჩმა უკეთ დაგვანახა რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო

ანდრეი დემჩენკო: დინამოსთან მატჩმა უკეთ დაგვანახა რა კომპონენტებზე გვაქვს სამუშაო

თბილისის დინამოსთან მატჩში დილამ სეზონის პირველი მარცხი განიცადა და შეხვედრა 0-1 დავთმეთ. მატჩის შემდეგ მედიასთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ანდრეი დემჩენკომ ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

“ის, რაც დინამოს შევთავაზეთ, მხოლოდ ჩვენი შეცდომებია. ორი ძალიან კარგი გუნდის თამაში იყო დღეს. დინამოს ფეხბურთელების დონე იგრძნობა, ისინი კვალიფიციური მოთამაშეები არიან, მაგრამ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ. შედეგი ცუდია, მაგრამ კარგ გუნდთან უფრო კარგად ჩანს, რაზეა სამუშაო, რა უნდა გამოვასწოროთ, გავაუმჯობესოთ… შეცდომებს გავაანალიზებთ, უკვე ვიცით ასეთ გუნდებთან მატჩში რაზე გვაქვს სამუშაო და მომდევნო მატჩებში ეს გამოგვადგება”- განაცხადა დემჩენკომ.

2021-04-04T18:36:03+00:00