ანდრეი დემჩენკო: მეტოქე თავს კარგად იცავდა, ასეთ გუნდთან უფრო მეტი სიზუსტე გვჭირდება

ანდრეი დემჩენკო: მეტოქე თავს კარგად იცავდა, ასეთ გუნდთან უფრო მეტი სიზუსტე გვჭირდება

ქუთაისის ტორპედოსთან ფრედ 1:1  დასრულებული მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა.

“დღეს ერთპიროვნულად გალიდერების შანსი გვქონდა, რადგან ჩვენმა კონკურენტებმაც თავისი მატჩი ფრედ დაასრულეს და იყო შანსი, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მომენტები გვქონდა, თუმცა მოსაგებად მხოლოდ მომენტის ქონა საკმარისი არ არის – ის უნდა გამოიყენო კიდეც. ასეთ მეტოქესთან, რომელიც თავს კარგად იცავს, გოლის გასატანად მეტია საჭირო. მთლიანობაში, კარგი მატჩი გამოვიდა, თუმცა ისევ და ისევ – გოლები უნდა გავიტანოთ!- განაცხადა დემჩენკომ.

მატჩის მიმოხილვა

2021-03-22T16:41:01+00:00