ანდრეი დემჩენკო: უმცირესობის მიუხედავად ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა საეჭვო პენალტმა თამაში დაგვისრულა

ანდრეი დემჩენკო: უმცირესობის მიუხედავად ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა საეჭვო პენალტმა თამაში დაგვისრულა

საუბრთალოსთან მარცხის შემდეგ ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისაუბრა და მატჩში შეაფასა

,,თამაში რომ მოიგო, გოლები უნდა გაიტანო. ის გაძევება და პენალტი უკვე სხვა საკითხია, მაგრამ მსაჯი მატჩის მიმდინარეობას უნდა გრძნობდეს. უნდა გრძნობდეს, რომ პენალტი 100%-იანი უნდა იყოს და არა 50-50-ზე. გუნდი უმცირესობაში იმყოფება, იბრძვის ბოლომდე და ასეთ საეჭვო ეპიზოდში, 50-50-ზე, ის გადაწყვეტილებას მეტოქის სასარგებლოდ იღებს. თქვენ თამაშის დინამიკას კლავთ, ამიტომ ჩემი გუნდის სასახელოდ მხოლოდ დადებითი სიტყვები შემიძლია გამოვიყენო, მათ დღეს ძალიან კარგად ითამაშეს. ინდივიდუალური შეცდომები იყო კი და საბურთალომ ამით ისარგებლა. შედეგი შედეგია – წავაგეთ, მაგრამ მადლობა ჩემს ფეხბურთელებს”- განაცხადა ანდრეიმ.

მატჩის მიმოხილვა

2021-04-08T13:45:19+00:00