ანდრეი დემჩენკო: ,,ჩვენი გუნდი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს”

ანდრეი დემჩენკო: ,,ჩვენი გუნდი მატჩიდან მატჩამდე პროგრესირებს”

ქუთაისის ტორპედოსთან გამარჯვების შემდეგ ანდრეი დემჩენკომ  მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა

,,მატჩის პირველი ტაიმი დაზვერვითი ხასიათის იყო მეტოქე აგრსიულ კონტრშეტევებზე გადმოდიოდა ისინი ხშირად იყენებდნენ გრძელ და ძლიერ გადაცემებს, თუმცა ჩვენი გუნდი ამ სტილის წინააღმდეგ  სათამაშოდ მზად იყო. მეტოქეს  გარკვეული მომენტები მაინც ჰქონდა, თუმცა პირველ ნახევარში ჩვენ შევძელით  და მოვიგერიეთ მათი მცდელობები, შეიძლება ითქვას რომ ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო. ამ ყველაფერმა მოწინააღმდეგის ძალების დიდი ნაწილი წაიღო რამაც მეორე ნახევარში მეტად  მოგვცა კომბინაციური თამაშის და შედეგის მიღწევის საშუალება, ჩვენ გავიტანეთ 3 გოლი და ვითამაშეთ ფანტასტიური ფეხბურთი, ჩვენი გუნდი ნაბიჯ – ნაბიჯ იზრდება და ვხდებით ანგარიშგასაწევი ძალა ძალისმიერი ფეხბურთის წინააღმდეგაც” – განაცხადა ანდრეიმ

2021-11-01T14:48:29+00:00