ანრი ჭიჭინაძე დილას ფეხბურთელია

ანრი ჭიჭინაძე დილას ფეხბურთელია

23 წლის ცენტრალური მცველი ანრი ჭიჭინაძე კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. ანრი ჩვენს გუნდს თავისუფალი  აგენტის სტატუსით შეუერთდა, ბოლოს კი თბილისის ,,საბურთალოს” რიგებში ასპარეზობდა. ახალგაზრდა მცველი ქუთაისის ,,ტორპედოს” აღზრდილია, რომლის შემადგენლობაშიც გახდა საქართველოს თასისა და საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

ანრი ჭიჭინაძეს საქართველოს   სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებში აქვს ნათამაშები. მან  19 წლამდე ნაკრებში 3, 21 წლამდელთა რიგებში კი 5 მატჩი ჩაატარა.

2021-01-11T13:01:06+00:00