[ახლო ხედით] – გაიცანით აკაკი გიუნაშვილი

[ახლო ხედით] – გაიცანით აკაკი გიუნაშვილი

როგორც უკვე გაუწყეთ, ჩვენს გუნდში 19 წლამდელთან გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი აკაკი გიუნაშვილი დაწინარუდა, ჩვენ გავესაუბრეთ აკაკის და გვსურს გულშემატკივარს უფრო ახლოს გავაცნოთ

პირველი ნაბიჯები ჩემი საფეხბურთო კარიერა 5  წლის ასაკში,  გორის საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, პირველი მწვრთნელები კი  საბა სულთანიშვილი და გუჯა ქუჯოშვილი იყვნენ, 8 წლის ასაკიდან მომზადება გიორგი წრკიალაშვილთან გავაგრძელე, ბავშვობაში ფორვარდის პოზიციაზე მაქვს ნათამაშები და 10 წლის ვიყავი, როდესაც ბელარუსის საერთაშორისო ტურნირზე დილას ასაკობრივ გუნდის რიგებში საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოვიპოვე.

 

დინამოს აკდაემია: 10 წლის ვიყავი, როდესაც გორიდან თბილისის დინამოს აკადემიაში გადავედი, 12  წლიდან კი ცხოვრება აკადემიაში მშობლებისგან შორს დამოუკიდებლად მიწევდა, დინამოში ყოფნისას არაერთ საერთაშორისო ტურნირზე ვითამაშე და იქ ძალიან კარგი პერიოდი გავატარე, სწორედ იქ გამოვცადე საკუთარი თავი თითქმის ყველა სათამაშო პოზიციაზე,  ბოლო 3 წელია რაც ცენტრალურ მცველად ვთამაშობ.

 

ასაკობრივი ნაკრები : მიხარია, რომ ამ ასაკში უკვე მაქვს სანაკრებო გამოცდილება, საქართველოს  17 წლამდე ნაკრების რიგებში 4 თამაში მაქვს ჩატარებული, საიდანაც მოლდოვის ნაკრებთან გოლით მაკედონიასთან კი საგოლე პასით გამოვიჩინე თავი

 

დაბრუნება დილაში : ამჟამად თამაშების დიდ ნაწილს დილას 19 წლამდე გუნდში ვატარებ და ცოტა ხნის წინ ჩემით დილას მთავრი გუნდის სამწვრთნელო შტაბი დაინტერსდა და გუნდთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობა მომცა, აქ არსებული გარემო ჩემთვის ძალიან დადებითია და განვითარებისთვის ყველანაირ პირობას მიქმნის, მართალია ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჯერ არ მქონია თუმცა ვითამაშე ამხანაგური მატჩი, რომელშიც სასტარტოდან დავიწყე და მოედანზე დაახლოებით 65 წუთი გავატარე, პირველი გუნდის მაისურის მორგება განსაკუთებული ემოციაა.

2022-09-25T14:56:43+00:00
porn