თურქული შეკრების ბოლო მატჩს დილა 17 თებერვალს, ყაზახური ,,ტობოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურისთვის მოემზადება. მატჩის პირდაპირი ტრანსლირება კვლავინდებურად იგეგმება. მიმდინარე შეკრებაზე ჩვენმა გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა საიდანაც 3 მოიგო, 1 კი .დათმო.
მეტოქის შესახებ
ყაზახური ქალაქ კოსტანაის კლუბი ტობოლი 1967 წელს შეიქმნა და დამოუკიდებელი ყაზახური ფეხბურთის ისტორიაში ( 1992 წლიდან ) ერთხელ ქვეყნის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული, ამ წარმატებას გუნდმა 2010 წელს მიაღწია. მანამდე კი 2007 წელს დაეუფლა ყაზახეთის თასს, ამავე წელს ინტერტოტოს თასის გამარჯვებული გახდა.
2018- 20 წლებში ამ გუნდის ღირსებას, ჩვენი ეროვნული გუნდის 2 წევრი, ექსდილელი ნიკა კვეკვესკირი და ნაკრების კაპიტანი – ჯაბა კანკავა იცავდნენ. გასული სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ორივე მათგანმა დატოვა.