გამოტოვებული შეხვედრა: ტორპედო – დილა ქუთაისში უმაყურებლოდ ჩატარდება

გამოტოვებული შეხვედრა: ტორპედო – დილა ქუთაისში უმაყურებლოდ ჩატარდება

ხვალ 3 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დილა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპირდება.

აღსანიშანავია რომ ეს მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის, ამის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოტანილი  სანქციაა რომელიც მასპინძელ გუნდს ჯერ კიდევ პირველ ტურში უნდა მოეხადა, თუმცა რაკი გახსნითი მატჩი იყო, გამონაკლისი იქნა დაშვებული, აღნიშნულმა სანქციამ კი იქამდე გადაიწია სანამ ეს გუნდები ამავე სტადიონზე მეორედ  დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

ორვე გუნდი ხვალინდელ შეხვედრას დისკალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება თუმცა ტრავმის გამო დილას მიკოლა კოვტალიუკი დააკლდება.

რაც შეეხება სტატისტიკას …

ეს გუნდები ერთმანეთს მიმდინარე სეზონში 2 ჯერ შეხვდნენ, პირველი მატჩი, პირველსავე ტურში ქუთაისში  დილას გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

მეორე შეხვედრა კი გორში მე-10  ტურში, გორში  გაიმართა და ფრედ 1-1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

ეეროვნულ ლიგაში გამართული უკანასკნელი მატჩები კი ამ გუნდებმა ასეთი შედეგებით დაასრულეს.

ტორპედო პარკი  არენაზე ფოთის კოლხეთს ესტუმრა და 0-0 დაუზავდა, დილამ კი თბილისის დინამოს შინ 1-0 სძლია.

ტორპედო – დილა ხვალ 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს eliga. ge შემოგთავაზებთ.

მატჩის მთავარი  არბიტრი არსენ ნონიკაშვილი იქნება.

 

2018-10-02T20:45:12+00:00