გია ჩადუნელი : ,,გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა “

გია ჩადუნელი : ,,გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა “

10 ნოემბერს, 14:00 საათზე დილა ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ქუთაისის ტორპედოს ესტუმრება, მატჩის წინ ჩვენს საიტთან გია ჩადუნელმა ისაუბრა და მატჩისწინა სიტუაცია შეაფასა.

ტორპედოსთან მატჩის შესახებ

,,ტორპედოსთან” შეხვედრაში ჩვენი სურვილიც და  მიზანიც ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებაა, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, ამიტომ ვიაზრებთ, რომ 100%- ით დახარჯვის გარეშე ეს მიზანი არ მიიღწევა.”

გულშემატკივირს შესახებ

,,მიმაჩნია, რომ ბოლო ტურებში საკუთარი  თამაში ვიპოვეთ, განსაკუთრებით კომფორტულად თავს საშინაო მატჩებისას ვგრძნობთ, რისი განმაპირობებელიც  გორელი გულშემატკივრის ფაქტორია და მინდა ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო.” – აღნიშნა მან 

 

2019-11-09T21:20:59+00:00