გიორგი გადრანი: ,,გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით”

გიორგი გადრანი: ,,გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით”

8 დეკემბერს,  14:00 საათზე, დილა  თბილისის დინამოსთან საგარეო შეხვედრას ჩაატარებს, ამ მატჩში ჩვენს გუნდს მხოლოდ  გამარჯვება აძლევს ხელს, რათა ევროპალიგის ზონაში, მოხვედრის გარკვეული შანსი  შეინარჩუნოს, მნიშვნელოვნი მატჩის წინ, ჩვენს საიტთან გუნდის ცენტრალურმა მცველმა, გიორგი  გადრანმა ისაუბრა:

დინამოსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია,  მატჩის შედეგი გადამწყვეტია ევროზონაში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად, თუმცა ისიც ფაქტია რომ თუ ჩიხურა – სიონის მატჩი ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდება, მოგების შემთხვევაშიც ვკარგავთ შანსს, მაგრამ ჩვენ ჩვენს შეხვედრაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და თამაშში გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ, შევეხები გულშემატკვრის მნიშვნელობასაც, მათი მხარდაჭერა ყოველთვის როგორც შინ, ასევე გასვლით მატჩებზე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის მხარდაჭერა ჩვენთვის დამატებითი სტიმული იქნება.

 

 

2018-12-06T22:04:19+00:00