გიორგი დეკანოსიძე ,,დილას” მთავარი მწვრთნელია !

გიორგი დეკანოსიძე ,,დილას” მთავარი მწვრთნელია !

ამიერიდან ,,დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტს, 37  წლის სპეციალისტი გიორგი დეკანოსიძე დაიკავებს,  მხარეებს შორის ოფიციალური კონტრაქტი უკვე გაფორმდა.

დეკანოსიძისთვის  ,,დილა” უცხო გუნდი ნამდვილად არ არის, იგი 2017 წლის სეზონში ზივ არიეს თანაშემწის, შემდეგ კი გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, რის შემდეგაც სათავეში, ეროვნული ლიგა-2 ის ბინადარ ,,თელავს” ჩაუდგა და ამ დრომდე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა, მისი ხელმძღვანელობით  ,,თელავმა” საქართველოს თასის გათამაშებაში, ნახევარფინალში შეძლო გასვლა და ქვეყნის მაშინდელ მოქმედ ჩემპიონ, ქუთაისის ,,ტორპედოსთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა,  ეროვნულ ლიგა 2 -ში კი საბოლოოდ  მე-5 პოზიცია დაიკავა.

 

2019-01-09T20:06:08+00:00