გიორგი ლაცაბიძე:,,პრაგმატული კუთხით შედეგი მისაღებია, მაგრამ ფრით ბედნიერები არ ვართ”

გიორგი ლაცაბიძე:,,პრაგმატული კუთხით შედეგი მისაღებია, მაგრამ ფრით ბედნიერები არ ვართ”

ბათუმის დინამოსთან ნათამაშები ფრის შემდეგ ჩვენს საიტთან მატჩი კლუბის  მარცხენა მცველმა – გიორგი  ლაცაბიძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ სატურნირო ცხრილში კომფორტული პოზიციის მიუხედავად, ფრე ნამდვილად არ შედიოდა გუნდის გეგმებში.

,,პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები გორის დილას გულშემატკივარს. რა თქმა უნდა მარტივ თამაშს არ ველოდით ბათუმის დინამოსთან. პირველი 15 წუთი ცოტა მძიმედ დავიწყეთ უპირატესობა მივეცით მოწინააღმდეგე გუნდს. იმ ზონებს ვერ ვკეტავდით რა დავალებაც გვქონდა, მაგრამ მალევე გამოვასწორეთ ჩვენი შეცდომები და პირველ ტაიმში რამოდენიმეჯერ მწვავედ შეუტიეთ, რაც შედეგში მალევე აისახა და ანგარიში გავათანაბრეთ.  რა თქმა უნდა, თამაშის სტარტზე  ჩვენი მიზანი ფრე ნამდვილად არ ყოფილა,  მაგრამ  სატურნირო სიტუაციით  თუ ვიმსჯელებთ, მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელია გუშინდელი შეხვედრის შედეგი უპირველეს ყოვლისა პრაგმატული თვალსაზრისით. ვთვლი, რომ შევძელით მოედანზე გადაგვეტანა და შეგვესრულებინა მწვრთნელის მოცემული დავალებები. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ გულშემატკივარს, არ ვიცი სიტყვები არ მეყოფა იმის მნიშვნელობის გადმოსაცემად, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს გასამხნევებლად.” – გვითხრა გიორგიმ.

2020-07-28T23:15:10+00:00