გიორგი ლაცაბიძე: ,,აქ ასაკობრივ გუნდში წლების მანძილზე ვიყავი, ,,დილა” ჩემი ოჯახია”

გიორგი ლაცაბიძე: ,,აქ ასაკობრივ გუნდში წლების მანძილზე ვიყავი, ,,დილა” ჩემი ოჯახია”

ჩვენი კლუბის ახალწვეულმა გიორგი ლაცაბიძემ  ჩვენს საიტან პირველი ინტერვიუ ჩაწერა და  საკუთარი კარიერის განვლილ ეტაპსა და  ,,დილას” შესახებ გვესაუბრა.

გიორგი მოგესალმებით,  სანამ შენი კარიერის ჩვენს კლუბში  გაგრძელებაზე ვისაუბრებდეთ, უფრო ახლოს გაგვაცანი შენი განვილი საფეხბურთო კარიერა

–  მოგესალმებით, ჩემთვის ეს რეგიონი უცხო ნამდვილად არ არის, მე ქალაქ ხაშურიდან ვარ და ამ მხარეს კარგად ვიცნობ, რაც შეეხება ჩემს კარიერას,  ფეხბურთზე 6 წლიდან შევედი და პირველი ნაბიჯების გადადგმა,  ავთო ლომიძესთან დავიწყე, რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში თამაშს, თავდაპირველად ლიგა 2 ში ,,ცხინვალის” შემადგენლობაში ვასპარეზობდი,  საიდანაც ჯერ ,,ვიტ -ჯორჯიაში”  გადავედი  2018 წლის სეზონი  კარგად ჩავატრეთ და ლიგა 1 ის საგზური მოვიპოვეთ, 2019 წლის  ზაფხულიდან კი ,,რუსთავის” შემადგენლობაში ვითამაშე.

– გორის ,,დილას” ასაკობრივ გუნდში ადრეც იყავი  და ახლა ერთგვარ დაბრუნებად შეგვიძლია მივიჩნიოთ შენი  აქ მოსვლა, რა ემოციებით ხარ?

–  დიახ მე აქ წლების მანძილზე   ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახია. ამ გუნდის იმფრასტრუქტურა და რესურსიები სრულიად მისაღები და საკმარისია საიმისოდ, რომ ფეხბურთელს ყველა პირობა ჰქონდეს საქმეზე  კონცენტრირებისთვის, ბედნიერი ვარ გუნდში დაბრუნებით.

-მომავალი ჩემპიონატზე რომ ვისაუბროთ,  კონკურენციის დონიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობ, რამდნეად  მაღალი იქნება წელს გუნდის ბრძოლისნუარიანობის ხარისხი ?

– რაც შეეხება ჩემპიონატს,  ფაქტია რომ  ყველა გუნდი   საგრძნობლად ძლიერდება და კონკურენტულ  გარემოს ქმნის, რაც საერთო ფონისთვის კარგია, რაც შეგვეხბა ჩვენ, გუნდი ცდილობს   ყველა პოზიციაზე  სათანადოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა დააბალანსოს,  ვფიქრობ ეს თავის შედეგს მოიტანს და ,,დილა” თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის, მიზანი უცვლელია, ევროზონაში მოხვედრა, რაც შეიძელბა მაღალი ადგილით !

–   რას ეტყოდი კლუბის გულშემატკივრებს  ?

 – გულშემატკივირს გარეშე ფეხბურთი არ არსებობს,  გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა. ჩვენ მათ ვჭირდებით და ისინი ჩვენ გვჭირდებიან, ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა ამდენი გულშემატკივრის  წინაშე თამაში და ვეცდები როგორც მათი ასევ კლუბში ჩემზე დამყარებული იმედები ბოლომდე გავამართლო!

2020-02-06T17:06:26+00:00