გიორგი ლაცაბიძე : ,,დიდი ხანი ველოდით ამ მატჩს, იმედი მაქვს ჩვენი შრომა შედეგში აისახება”

გიორგი ლაცაბიძე : ,,დიდი ხანი ველოდით ამ მატჩს, იმედი მაქვს ჩვენი შრომა შედეგში აისახება”

1 მარტს ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ,,ტორპედოსთან” მატჩით დაიწყებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

გუნდში მატჩისწინა განწყობა ძალიან ამაღლებული გვაქვს როგორც პირადად მე ასევე ზოგადად გუნდს, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებით ამ სასტარტო მატჩისა და ზოგადად ჩემპიონატში კარგი ასპარეზობისთვის. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ჩემპიონატს კარგ კონდიციებში  შევხვედროდით და იმედი მაქვს ეს ყველაფერი მოედანზე სათანადოდ აისახება, რაც შეეხება მეტოქეს, ,,ტორპედო” ბევრი პრობლემის მიუხედავად ფეხზე დადგა და მათთვის ეს მატჩი განსაკუთრებული მოტივაცია იქნება, თუმცა ეს ჩვენს მიზნებს არ ცვლის გვსuრს და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გულშემატკივარს 3 ქულა გორში ჩამოვუტანოთ!” გვითხრა გიორგიმ

2020-02-29T19:16:27+00:00