გიორგი ლაცაბიძე: ,,ვთვლი, რომ  სეზონის განახლებას 100 %-იანი მზადყოფნით შევხვდები”

გიორგი ლაცაბიძე: ,,ვთვლი, რომ  სეზონის განახლებას 100 %-იანი მზადყოფნით შევხვდები”

– გიორგი მოგესალმებით, პირველ რიგში გვითხარი როგორ გრძნობ თავს და როგორ გაატარე იზოლაციის პერიოდი ?

მოგესალმებით, თავს კარგად ვგრძნობ, იზოლაციის პერიოდი მშობლიურ მხარეში- ხაშურში ოჯახთან ერთად გავატარე.

 – რამდენად შეძელი იზოლაციის პერიოდში კონდიციების შენარჩუნება და ახლა რა მდგომარეობაში ხარ სპორტული ფორმის კუთხით ?

სიმართლე გითხრათ ძალიან რთული და მოსაწყენი იყო იზოლაციის პირობებში ყოფნა, ფორმის შესანარჩუნებლად ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ რეალურად ვერ ვიტყვი იმას რომ ოპტიმალური ფორმა შევინარჩუნე, ამ ეტაპზე კარანტინში ვიმყოფებით გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, და ვთვლი რომ  სეზონის განახლებას 100 %-იანი მზადყოფნით შევხვდები.

–  რით ახერხებდი უფეხბურთობის შევსებას ?

უფეხბურთობის შევსებას ჩემს ოჯახთან და ბავშვებთან ყოფნით ვახერხებდი, ვისაც შვილება ჰყავს მიხვდება,  როცა ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა შეუძლებელი რამე ნეგატიურზე ფიქრი.

– .შენი აზრით, რა გავლენა მოახდინა და მომავალში კიდევ რა შეიძელბა შეცვალოს, კორონა ვირუსმა ფეხბურთში ?

კორონა ვირუსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, როგორც მთელი ქვეყნის ასევე სპორტის სახეობასთან მიმართებაში. მადლობა ღმერთს პირველ რიგში და მედიკოსებს, რომ ამ მეტად რთული სიტუაციის გადატანა მშვიდობიანად შევძელით და ნელნელა უბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– გვესაუბრე შენი საფეხბურთო გემოვნების შესახებ…

 ჩემს საფეხბურთო გემოვნებას რაც შეეხება. მომწონს და ყოველთვის მომწონდა ფიზიკური კონდიციებიზე დაფუძნებული უფრო შემტევი და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი.
საყვარელი გუნდი ,,მილანი” მომწონს იტალიური ფეხბურთი.  უშაულოდ ჩემს პოზიციაზე გამოვარჩევდი ისევ და ისევ მარსელოს.
რა იქნება გიორგი ლაცაბიძის გზავნილი გულშემატკივართან?
უგულშემატკივროდ თამაში იგივეა, რომ ფეხბურთი ბოტებით ვითამაშოთ, დაახლოებით ამდენად არაკომფორტულია ცარიელ სტადიონზე, თამაში, ამიტომ  მიჭირს რამის თქმა ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან ბევრს ნიშნავს….
2020-06-12T20:01:02+00:00