გიორგი ლომთაძე: ,,აქ არსებული გარემო და მთავარი მწვრთნელის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა”

გიორგი ლომთაძე: ,,აქ არსებული გარემო და მთავარი მწვრთნელის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა”

ჩვენი კლუბის ახალწვეულმა გიორგი ლომთაძემ ჩვენს საიტთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა და კლუბში გადმოსვილს ემოციები გაგვიზიარა

-გიორგი მოგელსამებით, ინტერვიუს დასაწყისში საინტერსოა გვესაუბრო იმ ფაქტორებზე, რამაც დილაში გადმოსვლა გადაგაწყვეტინა

-მოგელამებით, გორის ,,დილა” სტაბილური და ამბიციური გუნდია, გუნდში კარგი სიტუაციაა და ასევე ძალიან მომწონს თამაშის ის სტილი რასაც ანდრეი დემჩენკო ითხოვს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე არჩევანი გორის დილაზე შემეჩერებინა”

-დასრულებული სეოზნი შენითვის სადებიუტო იყო ეროვნულ ლიგაში, რამდენად კმაყოფილი ხარ პირადად შენი თამაშით და რა კომპონენტებში მიიჩნევ პროგრესს საჭიროდ?

,,წინა სადებიუტო სეზონი ვთვლი, რომ დამეხმარა პროგრესში, მართალია გუნდისთვის არ გამოდგა წარმატებული წელი მაგრამ ზოგადად სეზონმა დამანახა რა კომპონენტებში შემიძლია მომატება, რათა უკეთ წარმოვაჩინო თავი. მინდა ასევე კლუბ ,,სამტრედიას” მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო.”

-აქამდე გორში მეტოქე გუნდის ფეხბურტელის რანგში გითამაშია, როგორ შეაფასებ აქ არსებულ საფეხბურთო გარემოს და რას ეტყოდი შენი ახალი კლუბის გულშემატკივრებს ?

,,ძალიან მომწონს ის  გარემო რაც გორშია,  აქ მშვენიერი მოედანი და ინფრასტრუქტრაა, აქტიური და მხურველე გულშემატკივარი ჰყავს ამ კლუბს და ვპირდები გუნდის გულშემატკივარს, რომ მაქსიმალურად დავეხმარები გუნდს წარმატების მიღწევაში”

შევეხოთ სანაკრებო კაირერასაც, შენ ნათამაშები გაქვს როგორც 17 და 19 წლამდელთა ასევე 21 წლამდე ნაკრებში, როგორ ფიქრობ, შენი ახალი გუნდი რამდენად დაგეხმარება საიმისოდ, რომ სანაკრებო დონეზე კიდევ უფრო ინტენსიურად ითამაშაო ?

დიახ ნათამაშები მაქვს როგორც 17 ასევე 19 წლამდე ნაკრებში და ამჟამად 21 წლამდე ნაკრების წევრი ვარ. ვფიქრობ ახალი გუნდი, თავისი ამბიციებიდან და სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ძალიან დამეხმარება სანაკრებო დონეზე მეტი წარმატების მიღწევაში.”

2021-12-24T16:43:16+00:00