გიორგი ნემსაძე: ,,ყველამ დიდი შრომა ჩავდეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით”

გიორგი ნემსაძე: ,,ყველამ დიდი შრომა ჩავდეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით”

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – გიორგი ნემსაძემ  ლოკომოტივთან მოგებული მატჩი და ჩვენი კლუბის ევროსარბიელზე დაბრუნება შეაფასა.

რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ შარშან როდესაც გუნდი  ჩავიბარე, იმ დღიდან მოვდიოდით ამ მიზნამდე და დღეს ჩვენ ევროსაგზური მოვიპოვეთ, ამისთვის მადლობა ყველას  აქ გუნდში, და საზღვარგარეთ ისრაელში, მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.

დიდი შრომა გავწიეთ და ეს წარმატება სწორედ ამ შრომით მოვიდა. ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, ჩვენ ძალიან კარგ გუნდს  მოვუგეთ და მინდა ლოკომოტივი შევაქო, იმ ფეხბურთისთვის, რასაც ისინი თამაშობენ და წარმატებები ვუსურვო!- აღნიშნა გიორგი ნემსაძემ

შეგახსენებთ, ამ მოგებით დილამ  ეუეფას კონფერენციის ლიგაზე თამაში გაინაღდა და 4  წლიანი პაუზის შემდეგ, ევროტურნირებს დაუბრუნდა.

 

2020-12-11T14:24:54+00:00