გიორგი ნემსაძე: ,,ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები ზუსტად შეასრულეს”

გიორგი ნემსაძე: ,,ჩემმა ფეხბურთელებმა დავალებები ზუსტად შეასრულეს”

საბურთალოსთან მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა,  გიორგი ნემსაძემ, მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრის მოგება დავალებეის ზედმიწევინით შესრულებამ და გუნდის ბოლომდე ბრზოლამ განაპირობა

,,საბურთალო ერთ – ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ რაც გვქონდა აგებული  და დაგეგმილი მატჩის წინ, რომ კონტრ შეტევებზე  გვეთამაშა, რადგან სხვანაირად დიდი წნეხის ქვეშ ვიქნებოდით და შესაძლოა დავმარცხებულიყავით. ჩემმა ფეხბურთელებმა აღნიშნული დავალება ზუსტად შეასრულეს. ჩემი გუნდის თითოეული  ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოდა და ეს შეხვედრა სწორედ ამ ბრძოლის ხარჯზე მოვიგეთ. ” – განაცხადა გიორგი ნემსაძემ

2019-11-04T18:08:49+00:00