გიორგი შაშიაშვილი: ,,მატჩის მნიშვნელობა უდიდესია, წარმატებისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”

გიორგი შაშიაშვილი: ,,მატჩის მნიშვნელობა უდიდესია, წარმატებისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ”

ხვალ 19 ოქტომბერს დილა ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩს საჩხერის ,,ჩიხურასთან” გასვლაზე გამართავს.მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა გააკეთა:

,,სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალინდელ მატჩს ორივე გუნდისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს მნიშვნელობა, გუნდის თითოეულ წევრს კარგად გვაქვს გაცნობიერებული.

გუნდში მატჩისწინა განწყობა დადებითი და საბრძოლოა, სასიხარულოა ისიც რომ დაგვიბრუნდა გუნდის ერთ ერთი ლიდერი მიკოლა კოვტალიუკი, თუმცა გვაქვს დანაკლისიც, გიორგი  გადრანის გოგიტა გოგუას და თორნიკე გრიგალაშვილის სახით.

შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დილას თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის რომ  მატჩი ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრსთვის სასიხარულო შედეგით დასრულდეს. ” განაცხადა შაშიაშვილმა 

შეგახსენებთ, მატჩი ივანწიმნდაში, ხვალ 15:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპრორტაჟს ELIGA GE შემოგთავაზებთ.

 

2018-10-18T21:28:27+00:00