გიორგი შაშიაშვილი: ,,შანსი არსებობს, შესაბამისად ბრძოლისთვის ვემზადებით”

გიორგი შაშიაშვილი: ,,შანსი არსებობს, შესაბამისად ბრძოლისთვის ვემზადებით”

8 დეკემბერს,  დილა  თბილისის დინამოსთან საგარეო შეხვედრას ჩაატარებს,  მატჩის წინ  კომენტარი დილას მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა გააკეთა:

დინამოსთან მატჩისთვის, სამწუხაროდ, გარკვეული დანაკლისით გვიწევს მზადება, გოგიტა გოგუას და თორნიკე გრიგალაშვილს ტრავმები აწუხებთ, რაც შეეხება ზოგადად მატჩის მნიშვნელობას ყველას კარგად გვესმის, რომ ეს მატჩი აუცილებლად მოსაგებია, იმისთვის რომ ევროზონაში მოსახვედრად როგორც მინუმუმ თეორიული  შანსი შევინარჩუნოთ და მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ პრინციპულ მეტოქესთან შეხვედრაში, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული და იმედია ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. – განაცხადა შაშიაშვილმა.

2018-12-06T23:43:47+00:00