გიორგი შაშიაშვილმა ტორპედოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა

გიორგი შაშიაშვილმა ტორპედოსთან მატჩის შესახებ ისაუბრა

ხვალ 3 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დილა, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივ ტორპედოს დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის წინ კომენტარი დილას სამწვრთნელო შტაბის წევრმა გიორგი  შაშიაშვილმა  გააკეთა:

,,ხვალინდელ შეხვედრას გუნდი  კარგი განწყობით და სრული კონცენტრაციით ხვდება,თუმცა გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკლისი მიკოლა კოვტალიუკის სახით.

რაც შეეხება მეტოქეს, შემიძლია ვთქვა რომ ტორპედო ძლიერი მეტოქეა, ისინი განსაკუთრებით კარგად იყენებენ საკუთარი მოედნის ფაქტორს, თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ” –განაცხადა შაშიაშვილმა

ფოტო : adjarasport 

 

 

 

2018-10-02T20:55:43+00:00