გიორგი ჩოჩიშვილი დილას ფეხბურთელია

გიორგი ჩოჩიშვილი დილას ფეხბურთელია

საქართველოს 20 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი  ,,დილას” ფეხბურთელია!

21 წლის კიპერი ჩვენს გუნდს თბილისის, შევარდენიდან შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

ჩოჩიშვილი საბურთალოს აღზრდილია და გარდა ამ კლუბისა მისი ქართული კარიერა სხვადასხვა დროს ბოლნისის ,,სიონს” და ზემოთ ხსენებულ ,,შევარდენი  1906″ უკავშირდება. მას ნათამაშები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, 2017-18 წლების სეზონში იგი პრაღის ,,სლავიას” ფეხბურთელი იყო რომელმაც იჯარით სლოვაკურ ზლატეში გაანათხოვრა.

გიორგი ჩოჩიშვილი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებთან ერთად, საქართველოში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის მონაწილეც გახლავთ, მაშინ მან და მისმა თანაგუნდელებმა ტურნირის ნახევარფინალში გააღწიეს და ჩეხეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.

2019-07-13T14:58:13+00:00