გიორგი ჩოჩიშვილი: ,,მიხარია რომ ამ გუნდის წევრი გავხდი”

გიორგი ჩოჩიშვილი: ,,მიხარია რომ ამ გუნდის წევრი გავხდი”

ჩვენი გუნდის ახალწვეულმა გიორგი ჩოჩიშვილმა ჩვენს საიტთან პირველი კომენტარი გააკეთა ”

,,დილაში” ტრანსფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ნაბიჯია, ამ გუნდს აქვს კარგი ტრადიციები და მიხარია რომ ამ გუნდის წევრი გავხდი, რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ სათამაშო ფორმას, ჩემს ყოფილ კლუბ ,,შევარდენში”  ბოლო პერიოდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა,საბედნიეროდ  დამასახელეს ეროვნული ლიგა 2-ის, მეორე წრის საუკეთესო მეკარედ და ვფიქრობ, რომ გუნდში არსებული  კონკურენციისთვის მზად ვარ!     ამ გუნდს ერთგული ქომაგი მრავალად ყავს და ვეცდები ისინი გავახარო” –   გვითხრა ჩოჩიშვილმა

შეგახსნებთ 21 წლის მეკარე გუნდში 2021 წლის ბოლომდე დარჩება.

 

2019-07-13T17:20:28+00:00