გიორგი ჩოჩიშვილი: ,,ყველა მატჩში განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ”

გიორგი ჩოჩიშვილი: ,,ყველა მატჩში განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ”

,,საბურთალოსთან” მატჩის შემდეგ  ჩვენს საიტთან გუდნის კიპერმა გიორგი ჩოჩიშვლმა ისაუბრა და  მატჩი შეაფასა.

– ,,საბურთალო” ძლიერი  გუნდია და მისი დამარცხება ადვილი არ არის, აქედან გამომდინარე ბედნიერი ვარ, რომ ეს მოვახერხეთ. თამაშის სრულ სურათს რაც შეეხება მთელი შეხვედრის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა, თუმცა მეორე ტაიმის ბოლო ნაწილი უკეთ ჩავატარეთ, რასაც ჩვენი ფიზიკური მომზადების დამსახურებად მივიჩნევ, საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ერთ-ერთ ეპიზოდში დაზიანება მივიღე, თუმცა მის სიმძიმეზე ამ მომენტისთვის კონკრეტული ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია. სანაკრებო მატჩები  ახლოვდება და იმედი მაქვს საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში ხელს არაფერი შემიშლის, მივიჩნევ, რომ ახალგაზრდულ გუნდში ძირითადი მეკარეობა შემიძლია და ამის დასამტკიცებლად განსაკუთრებული მოტივაციით ვთამაშობ.”   – გვითხრა გიორგიმ

2019-11-04T19:53:56+00:00