გოგიტა გოგუა  დილაში დაბრუნდა

 გოგიტა გოგუა  დილაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, გოგიტა გოგუა  დილაში დაბრუნდა.

34 წლის გამოცდილი  ნახევარმცველი ჩვენს კლუბში 2 სხვადასხვა სეზონში, 2013- 14 და 2015 წლებში  ასპარეზობდა.

გოგუას კარიერა დილას გარდა არაერთ კლუბს ითვლის, მათ შორისაა  ლანჩხუთის გურია თბილისის ,,დინამო”, რუსული ,,ვოლგა” და ,,სკა ენერგია” ასევე ყაზახური  ,,ორდაბასი”  და სხვა.

დილაში დაბრუნებამდე გოგუა სწორედ ყაზახეთში, ,,ყიზილ-ჟარის” შემადგენლობაში ასპარეზობდა, რომელიც სულ ახლახანს დატოვა და დილას თავისუფალი  აგენტის სტატუსით შეუერთდა.

2018-07-27T17:55:00+00:00