გოდერძი მაჩაიძე : დილას დიდი პოტენციალი აქვს

გოდერძი მაჩაიძე : დილას დიდი პოტენციალი აქვს

ხანგძლივი პაუზის შემდეგ დილას ტრავირებული მარჯვენა მცველი,  გოდერძი მაჩაიძე დაუბრუნდა.

ჩვენ გოდოსთან ინტერვიუ ჩავწერეთ,  სადაც გოდომ საკუთარ ჯანმთელობის  მდგმაროებასა და სხვა თემებზე  ისაუბრა.

-გოდო ტრავის შემდეგ საკმაო პერიოდი გაგიცდა, თავდაპირველად რომ გვითხრა რა სირთულის ტრავმასთან გვქონდა საქმე ?

– კი ნამდვილად საკმაოდ ვრცელი პერიოდი გამიცდა, რაც შეეხება კონკრეტულად ტრავმას, კოჭზე მქონდა პრობლემა, ვარჯიშის დროს ორთაბრძოლაში შესვლისას კოჭი გადამუბრუნდა და კოჭის იოგები დამიზიანდა.

-ახლა როგორ გრძნობ თავს? 

-საბედნიეროდ ახლა უკვე ყველაფერი რიგზეა, მკურნალობამ კარგად ჩაიარა  და შეიძელბა ითქვას რომ მწყობრში ვარ.

– ახლა ზოგადად გუნდის გამოსვლის შესახებაც გკითხავთ, როგორ შეაფასებ მიმდინარე სეზონს ჩვენი გუნდისთვის ?

–  პირველ რიგში ვიტყვი ზოგად ფონს, სეზონი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს, ყველა გუნდი ცდილობს საკუთარი მაქსიმუმი გამოავლინოს და ბოლომდე დაიხარჯოს, აქედან გამომდინარე ჩემპიონატში იოლი მეტოქე პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენ გუნდს რაც შეეხება, ვფიქორბ რომ სულ  უფრო და უფრო კარგ ფორმაში შევდივართ  და დასახულ მიზანს ვუახლოვდებით.

– მოახლოვებულ თამაშსაც შევეხოთ, მომდევნო მეტოქე თბილისის დინამოა, გუნდი რომელიც დილასთვის ძალიან პრინციპულ მეტოქედ ითვლება, ეს მატჩი პრინციპულია ცხილიდან გამომდიანრეც, რა მოლოდინები გაქვს მომავალ მატჩთან დაკავშირებით ? 

– რათქმაუნდა დინამო ძალიან კარგი გუნდია., და ჩვენს გუნდს ძალიან რთული მატჩი  ელის, თუმცა  გორის დილა ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და არც ეს თამაში იქნება გამონაკლისი , მიზანი რათქმაუნდა გამარჯვებაა , ჩვენ გუნდა აქვს იმის პოტენციალი რომ ყიველ თამაშზე მოგებაზე იფიქროს.

 

 

 

 

 

 

 

2018-06-30T14:52:57+00:00