გორის „დილამ“ ვარჯიში განაახლა


3 ივლისს გორის „დილამ“ საკუთარ „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ვარჯიში განაახლა.

უჩა სოსიაშვილმა გუნდი სრული დატვირთვით ავარჯიშა. როგორც მოგეხსენებათ, გორის „დილამ“ 30 ივნისს ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სომხურ „შირაქს“ საკუთარ სტადიონზე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 ძლია და საპასუხო მატჩისთვის თავდაუზოგავად ემზადებიან.

ამ ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, „დილას“ მომდევნო მეტოქე სლოვაკურ „სპარტა ტრნავასა“ და მალტურ „ჰიბერნიანს“ შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ საკუთარ სტადიონზე სლოვაკებმა პირველი დაპირისპირება 3:0 მოუგეს მეტოქეს და სავარაუდოდ სწორედ ისინი გავლენ შემდგომ ეტაპზე.

„შირაქი“ – „დილას“ დაპირისპირება კი 7 ივლისს, ჩვენი დროით 17:00 საათზე შედგება, რომლის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერით იგეგმება.

აღნიშნულ მატჩს ლიტველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი სერგეუს სლივა, ასისტენტები: საულიუს დირდა და ვიტის სნარსკისი, მეოთხე მსაჯი კი იური პავსკოვსკი იქნება.

უეფას დელეგატი პოლონელი ლუკაშ ვაჩოვსკია წარდგენილი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი რუსი იური ბასკაკოვი.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

ვიდეო არ არის

მსგავსი სიახლეები


1 წლის წინ | 0 კომენტარი

„გორის დილა“-მ ვარჯიში განაახლა

2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილა“ მზადებას თბილისში გადის

2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილამ“ საკუთარ სტადიონზე „სიონს“ ძლია

2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილა“ თბილისში აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ დამარცხდა

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა