გორის „დილამ“ ვარჯიში გამართა

გორის „დილამ“ ვარჯიში გამართა

მეორე წრეში ფოთელებთან მიღწეული პირველი გამარჯვების (0:1) შემდეგ, გორის „დილამ“ დღეს საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. წვრთნაში ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღეს გულვერდ თომაშვილმა და თეიმურაზ ღონღაძემ. ასევე ვირუსის გამო რომან ახალკაციც აკლდა ფეხბურთელებს.
როგორც მოგეხსენებათ, მომდევნო მატჩს გორის „დილა“ სტუმრად ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც 14:00 საათზე აიღებს სტარტს.

„დილას“ პრესსამსახური

2016-02-21T12:10:59+00:00