„გორის დილა“ კოვტალიუკით და გოგიაშვილით გაძლიერდა

„გორის დილა“ კოვტალიუკით და გოგიაშვილით გაძლიერდა

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, „გორის დილა“ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახლებიც.

ამჯერად გუნდს ქართველი მცველი ჯემალ გოგიაშვილი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდნენ.

29 წლის გოგიაშვილი ბოლო პერიოდში „სამტრედია“-ს ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონში 25 თამაში ჩაატარა, ხოლო 22 წლის კოვტალიუკმა წინა სეზონი თბილისის „დინამო“-ში გაატარა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უკეთესი მაჩვენებელი ქონდა თბილისურ გუნდამდე, როდესაც ფოთის „კოლხეთი“-ს რიგებში ერთ-ერთი ლიდერი იყო და 10 გოლიც გაიტანა, რითაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ყურადღება მიიპყრო.

 

 

„გორის დილა“-ს პრესსამსახური

2018-02-24T02:47:42+00:00