„გორის დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა


სეზონის დასრულების შემდეგ „გორის დილა“-ს რიგები ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახალწვეულებიც.
მომავალ სეზონში კლუბის ღირსებას დაიცავენ: გია ჩადუნელი, ანზორ სუხიაშვილი, გიორგი კორიფაძე და გურამ სამუშია.
გია ჩადუნელი ამპლუით მცველია, რომელიც ბოლოს ქობულეთის „შუქურა“-ში ასპარეზობდა, სადაც 13 ჩატარებულ მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.
ანზორ სუხიაშვილი პოზიციით მცველია, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ბათუმის „დინამო“-ს ღირსებას, სადაც ბოლო სეზონში 32 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლით გამოირჩა.
ნახევარმცველი გიორგი კორიფაძეც წლების განმავლობაში საჩხერის „ჩიხურა“-ს ემსახურებოდა და გასულ სეზონში 32 მატჩში ერთხელ გამოიჩინა თავი.
ბოლო შენაძენი ნახევარმცველი გურამ სამუშიაა, რომელმაც ბოლო სეზონი „სამტრედია“-ში გაატარა და 27 მატჩში 5 გატანილი გოლით გამოირჩა.

„დილა“-ს პრესსამსახური

ვიდეო არ არის

მსგავსი სიახლეები


2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილა“ 22 აპრილს დედამიწის დღესთან მიძღვნილ დასუფთავების ღონისძიებას შეუერთდა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

„დილამ“ საჩხერის „ჩიხურასთან“ ფრე ითამაშა

2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილამ“ მეორე სპარინგი ფრედ დაასრულა

2 წლის წინs | 0 კომენტარი

„ლელომ“ მარტის თვის სიმბოლურში გორის „დილას“ ორი ფეხბურთელი გამოარჩია

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა