გორის დილას სამწვრთნელო შტაბი გაძლიერდა

გორის დილას სამწვრთნელო შტაბი გაძლიერდა

ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი ყოფილი ფეხბურთელი გიორგი შაშიაშვილი, რომელიც ბოლოს ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ახალი სეზონიდან „გორის დილა“-ს სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს.

შაშიაშვილს თავის დროზე არაერთ უცხოურ და ქართულ გუნდში უთამაშია. ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაც გახლდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც მცველმა 32 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

2012-13 წლების სეზონში გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება მისი თამაში „გორის დილა“-ს შემადგენლობაშიც, სადაც ის ასევე ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. შაშიაშვილმა ამ პერიოდში გუნდთან ერთად ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.

 

„გორის დილა“-ს პრესსამსახური

2018-05-26T15:33:25+00:00