გუგა ფალავანდიშვილი: ,,ჩვენგან ამას ვერავინ წარმოიდგენდა”

გუგა ფალავანდიშვილი: ,,ჩვენგან ამას ვერავინ წარმოიდგენდა”

13 მაისი გამორჩეული დღეა ჩვენი კლუბის უახლეს ისტორიაში, 2015 წლის  13 მაისს ,,დილამ” სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდს გასვლითი მატჩი მოუგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 2ტურით ადრე, კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ისტორიული შედეგის მომტანი გოლის ავტორი, შეხვედრის  45-ე წუთზე გუნდის იმდროინდელი კაპიტანი – ლექსო კვახაძე გახდა.

აღნიშნული დღე და ზოგადად სეზონი, ჩვენს საიტთან, კლუბის მაშინდელმა ერთ -ერთმა წამყვანმა მოთამაშემ,  გუგა ფალავანდიშვილმა გაიხსენა და განაცხადა რომ გორი დღემდე მის გულში რჩება.

დილა ჩემი პირველი უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბი იყო, უამრავი ფინანსური პრობლემებით სავსე საწყის ეტაპზე, მაგრამ უმაგრესი ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით, რომელიც ერთი დიდი ოჯახი გახლდათ,  ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს რომელიც არავის ფიქრადაც არ გაუვლია სეზონის სტარტზე, ემოციების გადმოცემა რთულია რადგანაც ეს იყო პირველი ტიტული  როგორც ჩემთვის ასევე კლუბისთვის ზღვა ემოციებით დატვირთული, მხოლოდ სასიმოვნო მოგონებები მაქვს და მუდამ ამ კლუბის გულშენატკივრად ვრჩები.” – გვითხრა  ფალავანდიშვილმა, რომელიც ამჟამად თავის კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებს.

2020-05-13T23:41:02+00:00