გური გიორბელიძე კლუბსა და გულშემატკივარს დაემშვიდობა

გური გიორბელიძე კლუბსა და გულშემატკივარს დაემშვიდობა

გური გიორბელიძე კლუბსა და გორელ გულშემატკივარს ემოციურად დაემშვიდობა.  მან სოციალურ ქსელში შემდეგი  შინაარსის პოსტი  გამოაქვეყნა:

,,მეგობრებო, მანამ სანამ დამშვიდობების ნაწილზე გადავალ მინდა გამოვხატო მადლიერება, მადლიერება პირველ რიგში ,,დილაში მყოფი ყველა ფეხბურთელის მიმართ, რომლის გვერდითაცმომიწია თამაში და რომელთა გუნდურმა თამაშმაც ჩემი ეს წარმატება განაპირობა. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა დილაში მყოფი ხელმძღვანელობისა და პერსონალის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად გვერდით მედგა და ყველანაირად მიწყობდა ხელს განვითარებაში. ამრიგად ერთ დიდ ოჯახს, გორის ,,დილას” მინდა გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში ერთად გამოვიარეთ, ჩვენ ერთად ვლახავდით ყველა სირთულეს და ერთად ვზეიმობდით ყველა წარმატებას, მინდა იცოდეთ რომ მე მომავალშიც ვრჩები იმ ადამიანად რომელსაც გაუხარდება ამ გუნდის წარმატება და წინსვლა.

ცალკე მინდა გამოვყო გულშემატკივარი, რომლისგანაც კლუბში მოსვლის დღიდან ვგრძნობ უზარმაზარ პატივისცემას და უდიდეს სითბოს, თქვენ მაძლევდით მოტივაციას წარმატებისთვის საბრძოლველად და მინდა თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა ყოველი შეძახილისა და ემოციისთვის” – წერს გური  facebook -ის საკუთარ გვერდზე 

გური ავსტირულ ,,ვოლსბერგერს” პირველი აგვისტოდან შეუერთდება.

2020-07-28T14:23:12+00:00