გური გიორბელიძე: ცხრილში შედეგი არადამაკმაყოფილებელია, თუმცა დანებებას არავინ აპირებს”

გური გიორბელიძე: ცხრილში შედეგი არადამაკმაყოფილებელია, თუმცა დანებებას არავინ აპირებს”

14 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ,,დილა” საფეხბურთო კლუბ  ,,რუსთავს ”  ესტუმრება. მატჩის წინ ჩვენს საიტთან  კლუბის მარცხენა მცველმა, გური გიორბელიძემ ისაუბრა

–  გური პირველ რიგში უნდა გკითხოთ თუ როგორ გძნობ თავს იმ ტამვის შემდეგ, რომელმაც ბოლო შეხვედრები  გამოგატოვებინა?

საბედნიეროდ ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ  თავს კარგად ვგძობ და მზად ვარ ხვალინდელ მატში გუნდს დავეხმარო

– ხვალ დილა მეორე წრის ბოლო მატჩს გამართავს, საინტერსოა შენი  შეფასება თითქმის ჩავლილ  მეორე წრესთან დაკავშირებით

პირველ რიგში  უნდა ავღნიშნო, რომ  პირველ წრეში ნაჩვენებმა მეტ ნაკლებად არადამკმაყოფილებელმა შედეგმა მიზნები  გაგვირთულა, თუმცა კონკრეტულად  მეორე წრე შედარებით უკეთ ჩავატარეთ, მიუხედავად ამისა შედეგი ჯერ კიდევ  არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს მიზნებს არ გვიცვლის, ბრძოლას თითოეულ მატჩში ვაპირებთ დადებითი შედეგების მისაღწევად”

– რუსთავთან მატჩის შესახებ

რუსთავი  ძალიან მებრძოლი გუნდია, განსაკუთებით შინაურ კედლებში, მაგრამ ჩვენ ჩვენი სატურნირო მიზნები გვაქვს და იქ მხოლოდ 3 ქულისთვის ჩავდივართ

შეგახსნებთ რუსთავი – დილას დაპირისპირება  ხვალ, 14 ივნისს, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 19:30 წუთზე დაიწყება. 

 

 

2019-06-13T23:30:23+00:00